StarSense Explorer DX 102 Refractor

Original price was: 2,678.00₾.Current price is: 2,450.00₾.

102 მმ ლინზური ტელესკოპი StarSense სმარტფონის სისტემით.

3 საწყობშია

არტიკული: 22460 კატეგორია:
აღწერა

Celestron StarSense Explorer DX 102AZ — ლინზური ტელესკოპი. ტელეფონი მაგრდება სამაგრზე, აპლიკაცია ცნობს ვარსკვლავებს და ისრებით გიჩვენებთ, საით მიმართოთ ტელესკოპი. გასწორებას დაახლოებით 2 წუთი სჭირდება.

რა ჩანს
– მთვარე: კრატერები და დეტალური რელიეფი
– იუპიტერი, მისი ღრუბლის სარტყლები და 4 დიდი თანამგზავრი
– სატურნის რგოლები, კარგ ამინდში — კასინის ხვრელი
– ვენერას ფაზები, მარსი (დიდი დაპირისპირებისას)
– ორიონის ნისლეული, ვარსკვლავთგროვები
– ნათელი გალაქტიკები და ნისლეულები მკრთალი ლაქების სახით (მაგ. ანდრომედა)
– დღისით: მიწიერი ობიექტები, ბუნება

მახასიათებლები
– ობიექტივის დიამეტრი: 102 მმ
– ფოკუსური მანძილი: 660 მმ (f/6.5)
– ოკულარები: 25 მმ (26x), 10 მმ (66x)
– სადგამი: Alt-Az
– თავსებადობა: Android 12+ ან iOS 18+ (iPhone XR და ახალი)

კომპლექტში: ტელესკოპი, სადგამი და სამფეხა, ოკულარები 25 მმ და 10 მმ, 90° პრიზმა (სწორი გამოსახულება), წითელწერტილოვანი მაძიებელი, StarSense სმარტფონის სამაგრი.

მზეს არ უყუროთ ტელესკოპით სპეციალური მზის ფილტრის გარეშე.

მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „StarSense Explorer DX 102 Refractor“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

მიწოდების პირობები

საკურიერო მომსახურება

მიწოდება თბილისში ხდება 2 სამუშაო დღეში, რეგიონებში: 3-5 სამუშაო დღე.

ექსპრეს მომსახურების შემთხვევაში შეკვეთა უნდა გაფორმდეს 13:00 საათამდე, ფეისბუქ მესენჯერის ან ტელეფონის დახმარებით.

მომსახურების ფასები

თბილისი - 7 ლარი
რეგიონები - 10 ლარი