Uncategorized

რაკეტა, რომელსაც კოსმოსში ადამიანთა ფერფლი მიჰქონდა, აფეთქდა

მიმდინარე კვირის დასაწყისში მცირე ზომის რაკეტა SpaceLoft XL აფეთქდა. ყველაფერი იმ მისიის ფარგლებში მოხდა, როდესაც დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენაში NASA-ს ასტრონავტისა და ერთ-ერთი ქიმიკოსის ფერფლი უნდა აეტანა. სამწუხაროდ, გაშვებიდან სულ რამდენიმე წამში რაკეტა აფეთქდა.

ეს უჩვეულო განვითარებაა Celestis-ისთვის, რომელიც მომხმარებლებს „კოსმოსური დაკრძალვის“ სერვისს სთავაზობს, რაც მიცვალებულთა ნაშთების კოსმოსურ სივრცეში ტრანსპორტირებას გულისხმობს. 1990-იანი წლებიდან დღემდე კომპანიას 17 მისია აქვს განხორციელებული. აღნიშნულის ფარგლებში კი სტარტაპ UP Aerospace-სთან თანამშრომლობს.

მიუხედავად ინციდენტისა, ამას კომპანიის რეპუტაციაზე არ უმოქმედია, რადგან ფერფლი გადარჩა და მომდევნო გაშვებასაც უახლოეს პერიოდში დაგეგმავენ. „120-ივე კაფსულა უსაფრთხოდაა, მათზე პერსონალი ზრუნავს. შემდეგი ფრენისთვის კი მოგვიტანენ, მას შემდეგ, რაც UP და Spaceport America სათანადოდ გამოიკვლევს პრობლემის მიზეზს და საჭირო ზომებსაც მიიღებენ. ამიტომ, ნუ დაუჯერებთ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ნაშთები განადგურდა“, — აცხადებენ Celestis-ში.

საგულისხმოა, რომ ნაშთებიდან ერთ-ერთი NASA-ს ასტრონავტ ფილიპ ჩეპმენს ეკუთვნის, რომელიც კომპანია მისიის ფარგლებში UP Aerospace-სთან თანამშრომლობს. შესაბამისად, ეს ძალიან სიმბოლური დატვირთვის მატარებელიცაა…

ადევნე თვალი ჩვენს ბლოგს რათა არ გამოგრჩეს არც-ერთი რაკეტის გაშვება კოსმოსში

წყარო: marketer .ge

Credit: Nasa