Uncategorized

სათამაშოების როლი ბავშვის განვითარებაში

სათამაშო

სათამაშო არის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს და ზოგადად თამაში არის ის აქტივობა, რომელიც ბავშვის ასაკის ძირითადი შემადგენელია. ბავშვი თამაშობს ჩვილობის ასაკშიც, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს მოტორული უნარები ისე განვითარებული, რომ შეძლოს სათამაშოს ხელში დაჭერა. ამისათვის მას სჭირდება კონკრეტული მოტორული უნარები, კერძოდ უნდა შეეძლოს ტაცება, ჩაჭიდება და ა.შ. სათამაშოს შემოტანა მის ფიზიკურ გარემოში შესაძლებელია ძალიან ადრეული პერიოდიდან და ეს შეიძლება იყოს ერთი თვის ასაკი. მანამდე ბავშვები თამაშობენ საკუთარი სხეულის ნაწილებით, ან ერთობიან ახლობელი ადამიანების, დედების, ან მომვლელების სახის ნაკვთების თვალიერებით. მნიშვნელოვანია, მშობელს წინასწარ ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ტიპის სათამაშო უნდა შეარჩიოს და როგორ ეთამაშოს მას. იმის განცდა, რომ თამაში მარტივი აქტივობაა და ეს ყოველთვის ყველას გამოუვა, ბოლომდე სწორი არ არის. შესაძლებელია, თამაშის, როგორც უნარის ჩამოყალიბება და განვითარება. ამისთვის მშობლებს ცოტა მეტი დაფიქრება სჭირდებათ. სათამაშო არის განსხვავებული ასაკის მიხედვით და იმის მიხედვით თუ რა ფუნქციას ავითარებს ის. მაგალითად მზის სისტემის მოდელი პროექტორი საუკეთესო გასართობი და შემეცნებითი სათამაშოა, რომელიც ბავშვს ასწავლის პლანეტებს, მათ ფერებს, ფორმებს და შესაბამისი გასაფერადებლებით ხატვის ინტერესსაც გაუჩენს.

სათამაშო მანქანები

  • სა­თა­მა­შო უნდა იყოს უსაფრ­თხო, ლა­მა­ზი და სა­სარ­გებ­ლო მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­თა­მა­შოს ნაც­ვლად, შე­არ­ჩი­ეთ ხა­რის­ხი­ა­ნი და ასა­კის შე­სა­ფე­რი­სი, მაგალითად სათამაშო მანქანები, რომლებიც ბავშვს ავტომობილების სიყვარულს აღუძრავს. თუმცა ბევ­რი სა­თა­მა­შო ბავ­შვს სი­ხარ­ბის და თა­ნა­ტო­ლებს შო­რის გა­მორ­ჩე­ვის სურ­ვილს გა­უ­ჩენს. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია სა­თა­მა­შოს ხა­რის­ხი. ის არ უნდა შე­ი­ცავ­დეს ორ­გა­ნიზ­მის­თვის მავ­ნე, ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რაც სამ­წუ­ხა­როდ ხში­რია ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სა­თა­მა­შო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ასე­ვე, დარ­წმუნ­დით, რომ სა­თა­მა­შოს არ სძვრე­ბა ნა­წი­ლე­ბი, რად­გან პა­ტა­რამ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს პირ­ში იდებს, შე­საძ­ლოა გა­დაყ­ლა­პოს წვრი­ლი დე­ტა­ლე­ბი. ბევ­რი და უხა­რის­ხო სა­თა­მა­შოს ნაც­ვლად, შე­ი­ძი­ნეთ ცოტა და ხა­რის­ხი­ა­ნი. ას­წავ­ლეთ ბავ­შვს თა­მა­ში.

წყარო: Wiki