Uncategorized

Comet Atlas C/2019 Y4

კომეტა ATLAS C/2019 Y4 , საშიშ ასტეროიდებზე თვალთვალის სისტემამ (ATLAS) აღმოაჩინა, რომელსაც ნასა აფინანსებს.

კომეტა ელვარებას უმატებს, მისი ლამაზი მომწვანო კომა, ნიუმექსიკოში მდებარე დისტანციური წვდომის ტელესკოპით, ამა წლის 18 მარტს გადაიღეს. ქვედა მარჯვენა კუთხეში, დედამიწიდან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე (დიდი დათვის თანავარსკვლავედი), გრავიტაციულად დაკავშირებული გალაქტიკების საკმაოდ ცნობილი წყვილი ჩანს – M81 და M82.

ახლა, კომეტამდე მანძლი 9 სინათლის წუთია, ის ისევ მარსის ორბიტის იქეთ მოძრაობს და ამ ტრაექტორიით მზესთან უახლოეს წეტილს, პერიჰელიუმს, ATLAS C/2019 Y4 გაივლის 30 აპრილს, ამ დროის ის მერკურის ორბიტის შიგნით იქნება.

ამის მერე, ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება გამოჩნდეს.

Credit: Astronet.ge