Celestron — ამერიკული კომპანია, დაარსებული 1960 წელს კალიფორნიაში, და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელესკოპების მწარმოებელი.
ასტრომანში წარმოდგენილია AstroMaster, NexStar, StarSense Explorer, Travel Scope და FirstScope სერიები — დამწყები დამკვირვებლიდან კომპიუტერიზებულ GoTo სისტემებამდე. StarSense Explorer მოდელები სმარტფონის აპლიკაციით პოულობს ობიექტებს ცაზე, რაც პირველ დაკვირვებას მნიშვნელოვნად აადვილებს.







