Uncategorized

როცა ყველა ვარსკვლავი ჩაქრება

მასიური ვარსკვლავები კატასტროფული აფეთქებით ასრულებენ სიცოცხლეს. მათ ადგილზე კი ნეიტრონული ვარსკვლავი ან შავი ხვრელი რჩება. შავი ხვრელი, მაშინვე შავი ხდება. მისი შემომფარგლავი აკრეციული დისკოსა და უკიდურესად დაბალი ტემპერატურის ჰოკინგისეული გამოსხივებისგან განსხვავებით, რომელიც მოვლენა ჰორიზონტთან გენერირდება, შავი ხვრელი, ვარსკვლავის ბირთვის კოლაფსისთანავე უძირო ბნელ უფსკრულად იქცევა.

httpv://youtu.be/QgNDao7m41M

ე.წ. ვარსკვლავური მასის შავი ხვრელები და გალაქტიკათა ცენტრებში მდებარე ზემასიური შავი ხვრელები.

 ვარსკვლავის ბირთვის კოლაფსი, სწრაფი შეკუმშვის ყველაზე მძლავრი მაგალითია. რკინის, ნიკელის, კობალტის, სილიციუმისა და გოგირდისგან შემდგარი ასეულობით ათასი კილომეტრი დიამეტრის მქონე ბირთვი, რამდენიმე წამში 16-მდე კილომეტრის ზომის სფერო ხდება. მისი სიმკვირვე კვადრილიონჯერ იმატებს (1015), ტემპერატურაც მნიშვნელოვნად იზრდება: 1012 გრადუსიდან ბირთვთან, 106 გრადუსამდე ზედაპირზე.

 პატარა ზომის სფეროში მოქცეული უზარმაზარი ენერგია, ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირს ისე აცხელებს, რომ ის ხილული სპექტრის მოცისფრო-თეთრ ნაწილში იწყებს ნათებას, თუმცა, გამოსხივებული ენერგიის მეტი ნაწილი არც ულტრაიისფერში გამოიყოფა, ის რენტგენის სხივებს გამოაქვს. ასეთ ობიექტში უკიდურესად დიდი ენერგიაა თავმოყრილი, თუმცა მისი გამოშვების მხოლოდ ერთი საშულება არსებობს – ზედაპირიდან – ზედაპირის ფართობი კი ძალიან მცირეა.

 რა დროა საჭირო ნეიტრონული ვარსკვლავის ჩასაქრობად? პასუხი ფიზიკის იმ ასპექტზეა დამოკიდებული, რომელსაც თეორეტიკოსები ახლაც სწავლობენ (ნეიტრონული ვარსკვლავებისთვის), ეს არის ნეიტრინული (ნეიტრინო) გაცივება. ფოტონებისგან (სინათლის კვანტები) განსხვავებით, გენერირებული ნეიტრინოები უპრობლემოდ გადიან ნეიტრონული ვარსკვლავის სისქეს და ენერგიის ნაწილს აშორებენ მას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნეიტრონული ვარსკვალვები 1016 (ან 1020-დან 1022-მდე) წლის მერე შეიძლება გაცივდეს, რაც მილიონობითჯერ მეტია სამყაროს ასაკზე.

 სამყაროში არსებულ ვარსკვლავთა მეტი ნაწილი სხვა სცენარით დაასრულებს არსებობას – ნელი კვდომით, თეთრ ჯუჯად გადაქცევამდე (მათ შორის მზეც). მათი ნელი კვდომა ათობითა და ათასობით წელი გრძელდება, არა წამები და წუთები, თუმცა ეს დრო თითქმის მთელი სითბური ენერგიის ბირთვში ჩასაჭერად საკმარისია, ხოლო დიამეტრი არა 15, არამედ რამდენიმე ათასი კილომეტრია (დედამიწის ზომამდე, დაახლოებით 12 600 კმ.).

 თეთრი ჯუჯების ზედაპირის ტემპერატურა 20 000 გრადუსზე მეტი შეიძლება იყოს, გაცივების პროცესი კი გაცილებით მალე მიმდინარეობს, ვიდრე ნეიტრონულ ვარსკვლავებში.

 თეთრი ჯუჯებიდან ამოსული ნეიტრინოების რაოდენობა უმნიშვნელოა, ამიტომ ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ზედაპირული გამოსხივებაა. გამოთვლების მიხედვით, 1014-დან 1015-მდე წლის მერე, თეთრი ჯუჯას ტემპერატურა აბსოლუტურ ნულზე ოდნავ მეტი იქნება.

 10 ტრილიონი წლის მერე (სამყაროს ასაკზე 1000-ჯერ მეტი), თეთრი ჯუჯას დანახვა გამოსხივების ხილულ ნაწილში შეუძლებელი გახდება. სამყაროს კი მისი სახით ახალი ტიპის ობიექტი მოევლინება: შავი ჯუჯა ვარსკვლავი.

 ყველაზე უფრო ცივი თეთრი ჯუჯების ტემპერატურა, ახლანდელი შეფასებებით, გაჩენის დღიდან მხოლოდ 0,2 პროცენტით არის შემცირებული. თუ მისი ტემპერატურა 20 000 გრადუსი იყო, ახლა 19 960-მდე იქნება შემცირებული, ანუ უმნიშვნელოდ.

 იმ დროისთვის, როცა სამყაროში პირველი შავი ჯუჯა გაჩნდება, გალაქტიკების ადგილობრივი ჯგუფი ერთ დიდ გალაქტიკად გაერთინდება. მისი შემაგდგენელი ვარსკვლავების უმრავლესობა ჩაიფერფლება, მხოლოდ წითელი ჯუჯები და მკრთალი ვარსკვლავებიღა დარჩება (ქვეყნიერების დასასრული(ირმომედა)).

 გარდა ამისა, სამყაროს გამაფართოვებელი ბნელი ენერგია აქამდე ხილულ გალაქტიკებსაც გააქრობს ჩვენი თვალსაწიერიდან. სიცოცხლის გაჩენის შანსებიც სულ უფრო შემცირდება, ხოლო გრავიტაციული ურთიერთქმედებებით ჩვენი გალაქტიკიდან გაძევებული ჩამქრალი ვარსკვლვების რაოდენობის ზრდის პროცესი, ახალი ვარსკვლავების გაჩენისაზე გაცილებით სწრაფი იქნება.

 ყველაფრის მიუხედავად, სამყაროში აქამდე არნახული ობიექტები გაჩნდება. კაცობრიობამ შეიძლება ვერ ნახოს, თუმცა უკვე შეგვიძლიათ ვთქვათ, როგორი იქნება მათი ბუნება, რატომ და როგორ ჩნდება ისინი. მეცნიერების ძალაც სწორედ ამაშია

ავტორი: კახა გოგოლაშვილი

წყარო: Astronet.ge