ტელესკოპი
ტელესკოპის ტიპები
არსებობს სამი ტიპის ოპტიკური ტელესკოპი:
- რეფრაქტორები (ლინზიანი) — მილში მოქცეულია ოპტიკური სისტემა. მილს გამართავენ ურთიერთმართობულ ორ ღერძზე, რომელთა ირგვლივ ბრუნვით მას ცის ნებისმიერი წერტილისაკენ მიმართავენ.
- რეფლექტორები (სარკიანი) — მილის ფსკერზე მოთავსებულია ჩაზნექილი სარკე. მას ეცემა სხივთა კონა, რომელიც აირეკლება და ვიწრო კონად „შეკუმშული“ დაეცემა ირიბ ბრტყელ სარკეს. აქედან არეკვლილი სხივთა კონა ობიექტის გამოსახულებას გვაძლევს ოკულარში.
- ე. წ. მენისკური (სარკიან-ლინზიანი) — სხეულიდან გამოსული გამოსხივება გაივლის რა ნახევრადგამჭვირვალე-ნახევრადამრეკვლავ — ლინზა მენისკს, მიემართება მთავარი სარკისაკენ, რომელიც შუაში გახვრეტილია, რათა გაატაროს სარკეებიდან არეკვლილი სხივთა კონა ფოკუსისაკენ.
ტელესკოპის დანიშნულებაა, რაც შეიძლება მეტი სხივი შეკრიბოს ფოკუსში, რატა გამოავლინოს და დაგვანახოს გამოსხივების სუსტი წყაროები ანუ მკრთალი მნათობები; ამასთან, ტელესკოპით უნდა მივიღოთ ცის სხეულთა გამოსახულებები.
სინათლის რაოდენობა, რომელიც ტელესკოპს ფოკუსში იკრიბება, ობიექტივისა (რეფრაქტორში) ან სარკის (რეფლაქტორში) ზედაპირის ფართობის პროპორციულია. ადამიანის თვალის გუგის დიამეტრი დაახლოებით 6 მმ-ს ტოლად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ტელესკოპი, რომლის სარკის დიამეტრი 6 მ-ია, ე. ი. თვალის გუგას მილიონჯერ აღემატება, ამდენჯერვე მეტ სინათლეს შეკრებს. რაც იმას ნიშნავს, რომ შესწევს უნარი დაგვანახოს მილიონჯერ უფრო მკრთალი მნათობი, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით შეიძლება დავინახოთ.
რაც უფრო მეტ სინათლეს შეკრებს ტელესკოპი მით მეტი ოდენობით გამოჩნდება მასში ვარსკვლავები.
ტელესკოპები იაფად
ტელესოპების ფასები 150-200 ლარიდან იწყება და შესაძლოა ასი ათასობით დოლარსაც მიაღწიოს ღირებულებამ. გააჩნია ტელესკოპის მონაცემებს, ზომებს და მწარმოებლებს. ყველაზე გავრცელებული მოდელი არის რეფლექტორი, რომელიც სარკის დახმარებით ირეკლავს სინათლეს და აჩენს მას ოკულარში.
როგორ გამოვიყენოთ ტელესკოპი?
სწორად გამოყენების ინსტრუქცია ყველა ტელესკოპს მოჰყვება კომპლექტში, ამის მიხედვით უნდა ააწყოთ, მომართოთ ტელესკოპი სასურველ ციურ ობიექტზე სამიზნე ოკულარის დახმარებით და დააფიქსირეთ. გახსოვდეთ ღამის ცაზე ყველაფერი მოძრაობაშა, ამიტომ ერთხელ ნაპოვნი ობიექტი 5-10 წუთში სხვა პოზიციაზე იქნება და მოგიწევთ თავიდან გასწორება. არსებობს ავტომატური ტელესკოპები, რომლებიც ძრავის დახმარებით “სდევნიან” ციურ სხეულს და არ აქრობენ თვალთახედვის არედან. ამ მოდელების სახელი GOPRO-თია ცნობილი