×
სხვადასხვა
სანათები
განათება
აქსესუარები
საბავშვო
ვარსკვლავური რუკა
ტელესკოპი
ტექნიკა
მაისურები
პოსტერები
  •  
    Comet Atlas C/2019 Y4
    კომეტა ATLAS C/2019 Y4 , საშიშ ასტეროიდებზე თვალთვალის სისტემამ (ATLAS) აღმოაჩინა, რომელსაც ნასა აფინანსებს. კომეტა ელვარებას უმატებს, მისი ლამაზი მომწვანო კომა, ნიუმექსიკოში მდებარე დისტანციური წვდომის ტელესკოპით, ამა წლის 18 მარტს გადაიღეს. ქვედა მარჯვენა კუთხეში, დედამიწიდან 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე (დიდი დათვის თანავარსკვლავედი), გრავიტაციულად დაკავშირებული გალაქტიკების საკმაოდ ცნობილი წყვილი ჩანს – M81 და M82. ახლა, კომეტამდე მანძლი 9 სინათლის წუთია, ის ისევ მარსის ორბიტის იქეთ მოძრაობს და ამ ტრაექტორიით მზესთან უახლოეს წეტილს, პერიჰელიუმს, ATLAS C/2019 Y4 გაივლის 30 აპრილს, ამ დროის ის მერკურის ორბიტის შიგნით იქნება. ამის მერე, ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება გამოჩნდეს. Credit: Astronet.ge

    სტატიის ავტორი:

    2021-10-08

    სრულად ნახვა
     
    Messier 78
    Messier 78 არის ნისლეული ორიონის თანავარსკვლავედში. იგი გადაჭიმულია 4 სინათლის წელიწადზე. ამ ნისლეულის წევრია ორი სუპერგიგანტი ვარსკვლავი HD 38563A და HD 38563B, სწორედ მათი დამსახურებაა ამ მტვრისა და გაზის ნისლეულის ასეთი ნათება. Messier 78 ის შიგნით 45 ახალგაზრდა ვარსკვლავის ფორმირება მიმდინარეობს. სავარაუდოდ ამ ვარსკვლავებისგან გამოტყორცნილი მატერია ანათებს ნისლეულის შედარებით ბნელ, მარჯვენა მხარეს. მანძილი დედამიწიდან: 1,6 სინათლის წელიწადი Credit: Nasa

    სტატიის ავტორი:

    2021-10-08

    სრულად ნახვა
     
    Moon And Andromeda
      ასე დავინახავდით ცაზე ანდრომედას გალაქტიკას, უფრო მეტი ნათება რომ ჰქონოდა. Credit: Chaosmos

    სტატიის ავტორი:

    2021-10-08

    სრულად ნახვა
     
    Hubble
    ორბიტალურ ტელესკოპ “ჰაბლი”-ს გაშვებიდან 30 წლის თავზე, ნასამ თავის ვებგვერდს ახალი ფუნქცია დაუმატა. ქვემოთ მოცემულ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ თუ რა ფოტო გადაიღო ჰაბლმა თქვენი დაბადების თარიღზე. ეს ფოტო 12 ნოემბერს არის გადაღებული, ასტრომანის დაარსების დღეს ☺️? კომენტარებში დადეთ თქვენი ფოტოებიც ? https://go.nasa.gov/2KjeYyD

    სტატიის ავტორი:

    2021-10-08

    სრულად ნახვა
     
    Orion
    ორიონის ნისლეულის სურათები ადრე და ახლა. Credit: cosmostoday

    სტატიის ავტორი:

    2021-10-08

    სრულად ნახვა
     
    მზის შავი ლაქა
    ევროპის კოსმოსური სააგენტოს უდიდესმა მზის ტელესკოპმა, მზის შავი ლაქის ყველაზე დეტალური ფოტო გადაიღო. 2020 წლის მარტში, კოვიდ-19 ის კარანტინის დროს, ესპანეთში მდებარე მზის ობსერვატორიას მეცნიერებმა მნიშვნელოვანი განახლება გაუკეთეს, რამაც ასეთი დეტალური სურათის გადაღების საშუალება მისცა მათ. ეს შავი წერტილი შეიძლება პატარა მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში მისი დიამეტრი 1500 კილომეტრზე მეტია. Credit: ESA

    სტატიის ავტორი:

    2021-05-06

    სრულად ნახვა
     
    ვენერას ზედაპირი
    ეს არის პლანეტა “ვენერა”-ს ზედაპირის, ამ დრომდე არსებული ყველაზე სუფთა ფოტო, რომელიც საბჭთა კოსმოსურმა აპარატმა 1981 წელს გადაიღო. პლანეტის ატმოსფეროში არსებული რთული პირობების გამო, აპარატმა მხოლოდ 127 წუთი იმუშავა, შემდეგ კი მწყობრიდან გამოვიდა. ვენერას საშუალო ზედაპირული ტემპერატურა 450 გრადუსზე მეტია. მისი ღრუბლები უმეტესად გოგირდმჟავისგან შედგება, წნევა კი 88ჯერ აღემატება დედამიწისას. პლანეტის ასეთი მდგომარეობა ძირითადად სათბურის ეფექტით არის გამოწვეული. Credit: Venera

    სტატიის ავტორი:

    2021-05-06

    სრულად ნახვა
     
    ნეპტუნი
    დედამიწიდან 4,5 მილიარდი კილომეტრის მანძილზე, პლანეტა ნეპტუნი მდებარეობს. ნეპტუნი გაზის გიგანტი პლანეტაა და სატურნის მსგავსად, მასაც აქვს რგოლების სისტება(რომელთა ხილვადობაც დაბალია). პლანეტას რომაული ღმერთის, ნეპტუნუსის სახელი ჰქვია, მისი ლურჯი მეთანის ღრუბლების გამო. ნეპტუნი 1846 წელს იქნა აღმოჩენილი. Credit: Voyager 2

    სტატიის ავტორი:

    2021-05-04

    სრულად ნახვა
     
    პირველი ამერიკელი ასტრონავტი
    ედვარდ უაიტი, პირველი ამერიკელი ასტრონავტი, რომელიც გავიდა თავისი კოსმოსური ხომალდიდან გარეთ და გადაეშვა სივრცეში, ის 23 წუთის განმავლობაში დაფრინავდა ვაკუუმში დედამიწის ორბიტაზე, 1965 წლის 3 ივნისი.

    სტატიის ავტორი:

    2021-05-02

    სრულად ნახვა
     
    იუპიტერი
    იუპიტერი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა, ის ორჯერ მასიურია ვიდრე ყველა სხვა პლანეტა ერთად აღებული. იუპიტერის ჩრდილოეთ და სამხერთ პოლუსებს ანათებს ულამაზესი ავრორები(დაახლოებით ისეთი როგორიც დედამიწაზეა). იუპიტერის დიდი ქარიშხალი, ცლობილი როგორც დიდი წითელი ლაქა, დაახლოებით 350 წლის მანძილზე მძვინვარებს და იმდენად მასიურია რომ 3 დედამიწა ჩაეტეოდა მასში.

    სტატიის ავტორი:

    2021-05-02

    სრულად ნახვა
     
    მომაკვდავი ვარსკვლავი
    Eta Carinae არის ჩვენთვის ცნობილი ერთ ერთი ყველაზე მასიური ვარსკვლავი, რომელმაც თავისი საწვავი თითქმის ამოწურა და აფეთქების ზღვარზეა, მის ბირთვში მიმდინარე ქიმიური რეაქციების გამო იგი არანორმალურ ტემპერატურებს აღწევს და თავის გარშემო აფრქვევს გაზსა და მტვერს, რაც ამ საოცარ ნებულას ქმნის. ეს ვარსკვლავი თავის სიცოცხლეს დაასრულებს გასაოცარი აფეთქებით, რომელსაც სუპერნოვა ეწოდება.

    სტატიის ავტორი:

    2021-05-02

    სრულად ნახვა
     
    დედამიწა სატურნიდან
    დედამიწა სატურნიდან (1.5 მილიარდი კმ) "შეხედეთ ამ წერტილს, ეს აქაურობაა, ეს ჩვენი სახლია, აქ არის ყველა ვინც გიყვარს, ვისაც იცნობ, ვიზეც კი ოდესმე გსმენია, ყველა ადამიანი რომელსაც ოდესმე უცხოვრია.ყველა რელიგია, იდეოლოგია, სიხარული და ტანჯვა, ყველა მეფე და მსახური, გმირი და ლაჩარი, ყველა მასწავლებელი და მოსწავლე, პოლიტიკოსი და მორალისტი, ყველა წმინდანი თუ ცოდვილი ადამიანთა რასის ისტორიაში ცხოვრობდა აქ, ამ ღია ცისფერ წერტილში. ალბათ არ არსებობს უკეთესი წარმოდგენა ადამიანური სისულელეების შესახებ, ვიდრე ჩვენი პაწაწინა სამყაროს ეს შორეული სურათი. ჩემი აზრით, ეს ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ უფრო კეთილად მოვიქცეთ ერთმანეთთან, და გავუფრთხილდეთ ღია ცისფერ წერტილს, ერთადერთ სახლს, რომელიც ოდესმე გვქონია" კარლ სეიგანი Image Credit: Voyager 1 (1990)

    სტატიის ავტორი:

    2021-05-02

    სრულად ნახვა
     
    ქარიშხალი "ფლორენსი"
    საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დანახული 2018 წლის ერთ ერთი ყველაზე ძლიერი ტროპიკული ქარიშხალი "ფლორენსი", რომელმაც მე-4 კატეგორიას მიაღწია და ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილზე გაიარა, მაქსიმალური ქარის სიჩქარე: 215 კმ/სთ ასეთი ძლიერი შტორმები იბადებიან ეკვატორის სიახლოვეს, თბილი წყლების თავზე რადგან ისინი საწვავად თბილ, ტენიან ჰაერს იყენებენ. სწორედ ამიტომ, როდესაც შტორმი ხმელეთს ეცემა ის იკლებს, რადგან აღარ აქვს ენერგია ოკეანის თბილი წყლებისგან. შტორმის გაძლიერებასთან ერთად ცენტრში ვითარდება თვალის ფორმის წარმონაქმნი. თვალი ძალიან მშვიდი და სუფთაა, ჰაერის ძალიან დაბალი წნევით. Image Credit: ISS

    სტატიის ავტორი:

    2021-05-02

    სრულად ნახვა
     
    სამხრეთის კიბორჩხალის ნისლეული
    სამხრეთის კიბორჩხალის ნისლეული მანძილი დედამიწიდან: 7 000 სინათლის წელიწადი. ეს ფოტო ახლახანს ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა გამოაგზავნა, ამ ნისლეულის ცენტრში მდებარეობს ორი ვარსკვლავი: ერთი წითელი გიგანტი ხოლო მეორე თეთრი ჯუჯა, ისინი ერთმანეთის გარშემო ძალიან ახლო ორბიტაზე ბრუნავენ, თეთრი ჯუჯა თავისი მეზობელი გიგანტისგან წყალბადით მარაგდება და როდესაც კრიტიკულ მასას აღწევს, გარეთ აფრქვევს მატერიას, სავარაუდოდ თეთრი ჯუჯისგან გამოსროლილი გაზი და მტვერი წარმოქმნის ამ მომხიბვლელ პეიზაჟს

    სტატიის ავტორი:

    2021-05-02

    სრულად ნახვა
     
    Westerlund 2
    Westerlund 2 -ი ჩვენს გალაქტიკაში მდებარე 3000-ზე მეტი ახალგაზრდა ვარსკვლავებისგან შემდგარი ნისლეულია, თქვენ უყურებთ ჩვენთვის ცნობილ ერთ ერთ ყველაზე დიდ, ნათელ და ცხელ ვარსკლავებს. ისინი შვედმა მეცნიერმა Bengt Westerlund-მა 1960 წელს აღმოაჩინა, სახელიც სწორედ მის საპატივცემულოდ ეწოდა მანძილი დედამიწიდან: 20 000 სინათლის წელიწადი ცნობისათვის 1 სინათლის წელიწადი 9 460 730 472 580 კილომეტრია ადამიანის შექმნილ ყველაზე სწრაფ რაკეტას 360 მილიონ წელზე მეტი დასჭირდებოდა ამ საოცარ ადგილამდე მისაღწევად

    სტატიის ავტორი:

    2021-05-02

    სრულად ნახვა
     
    დედამიწის წყლის და ჰაერის მარაგები
    ფოტოზე ხედავთ დედამიწის წყლისა და ჰაერის მარაგებს მთლიან პლანეტასთან შედარებით

    სტატიის ავტორი:

    2021-05-02

    სრულად ნახვა
     
    სატურნი
    სატურნი მზის სისტემის სიდიდით მეორე პლანეტა ასაკი: 4,5 მილიარდი წელი მანძილი დედამიწიდან: 1,5 მილიარდი კილომეტრი ძირითადი შემადგენლობა: წყალბადი, ჰელიუმი დიამეტრი: 120 500 კილომეტრი (10-ჯერ მეტი დედამიწაზე) მთვარეები: 82 (ყველაზე მეტი მზის სისტემაში) სატურნი არის ყველაზე შორი პლანეტა რომლის დანახვაც ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი. მისი ულამაზესი რგოლები პირველად გალილეო გალილეიმ 1610 წელს დაინახა

    სტატიის ავტორი:

    2021-05-02

    სრულად ნახვა