Uncategorized

მზის სისტემა

მზის სისტემა შედგება მზისა და ყველა იმ მასზე პატარა ობიექტისგან, რომლებიც მის გარშემო მოძრაობენ. მოქცეულია ვარსკვლავთა უზარმაზარ კრებულში, გალაქტიკაში, რომელსაც ირმის ნახტომი ეწოდება. მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრის გარშემო მოძრაობს და ერთ ასეთ შემოვლას 225 მილიონ წელიწადს ანდომებს. ირმის ნახტომში ასობით მილიარდი ასეთი ვარსკვლავური სისტემაა, მთლიანად სამყაროში კი ტრილიონობით ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკა.

თავად მზის გარდა, სისტემის უდიდესი წევრები არიან რვა პლანეტა. მზესთან ახლოს განლაგებულია ოთხი საკმაოდ პატარა, კლდოვანი, ანუ მყარი ზედაპირის მქონე პლანეტა — მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი.

მარსის იქით გადაჭიმულია ასტეროიდთა სარტყელი, რომელშიც თავს იყრის მილიონობით პატარა კლდოვანი ობიექტი. ისინი პლანეტების წარმოქმნის დროინდელი ნარჩენებია. მზის სისტემა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ დაიბადა.

ასტეროიდთა სარტყელს იქით ოთხი გაზის გიგანტი პლანეტა მოძრაობს — იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. ეს პლანეტები დედამიწაზე გაცილებით დიდია, მაგრამ მათი მასა, ზომებთან შედარებით არც ისე დიდია. ეს პლანეტები ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება.

საკმაოდ ბოლო დრომდე, მზის სისტემის ყველაზე შორეულ პლანეტად ყინულოვანი, ციცქნა პლანეტა პლუტონი მიიჩნეოდა. პლუტონი დედამიწის მთვარეზე უფრო პატარაა და ასტრონომთა აზრით, ის პლანეტად ვერ ჩაითვლება. 2006 წელს, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ის მზის სისტემის პლანეტების სიიდან ამოიღო და ჯუჯა პლანეტის სტატუსი მიანიჭა.

2005 წელს აღმოაჩინეს ობიექტი, სახელად ერისი, რომელიც თითქმის პლუტონის ზომისაა და მზისგან ძალიან შორს მდებარეობს. გარდა ამისა, ბოლო წლებში პლუტონს გადაღმა აღმოაჩინეს ერისის მსგავსი ათასზე მეტი სხვა ობიექტიც. მათ კოიპერის სარტყლის ობიექტებს უწოდებენ. პლუტონის მსგავსად, ერისიც ჯუჯა პლანეტაა.

კოიპერის სარტყელს იქით გადაჭიმულია ოორტის ღრუბელი, რომელიც კომეტებით არის სავსე. ისინი ჩვენგან იმდენად შორს არიან, რომ მათი დანახვა უმძლავრესი ტელესკოპებითაც კი შეუძლებელია. ისინი მზის გარშემო ძლიერ გაწელილ, ოვალურ ორბიტაზე მოძრაობენ და შესაბამისად, რაღაც პერიოდში ჩვენს დედავარსკვლავს უახლოვდებიან. ამ დროს კომეტები ღამის ცაზეც ჩნდებიან.

2005 წელს აღმოაჩინეს ობიექტი, სახელად ერისი, რომელიც თითქმის პლუტონის ზომისაა და მზისგან ძალიან შორს მდებარეობს. გარდა ამისა, ბოლო წლებში პლუტონს გადაღმა აღმოაჩინეს ერისის მსგავსი ათასზე მეტი სხვა ობიექტიც. მათ კოიპერის სარტყლის ობიექტებს უწოდებენ. პლუტონის მსგავსად, ერისიც ჯუჯა პლანეტაა.

მზის სისტემის თემატიკით პროდუქცია შეგილიათ ჩვენს საიტზეც დაათვალიეროთ: https://astroman.ge/?s=%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90&post_type=product

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილიგიორგი კუსიანი

წყარო: https://1tv.ge/video/mzis-sistema-kosmosi/